ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის გარშემო. პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები გრძელდება. პრეზიდენტი პროევროპულ პარტიებს ერთად მუშაობისთვის იწვევს. ჯერ ისევ უცნობია, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „ლელო“ სალომე ზურაბიშვილის გაერთიანებაში. რაც შეეხება „გირჩს“ და „მოქალაქეებს“, ისინი პროცესში ჩართვას არ აპირებენ. მმართველი პარტიის წევრები კი დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ პრეზიდენტის სტატუსის გამო სჭირდება.