ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის გარშემო – კონსულტაციები გრძელდება. პრეზიდენტი პროევროპულ პარტიებს ერთად მუშაობისთვის იწვევს. ჯერ ბუნდოვანია, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „ლელო“ სალომე ზურაბიშვილის გაერთიანებაში.

რაც შეეხება „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, ისინი პროცესში ჩართვას არ აპირებენ. მმართველი პარტიის წევრების თქმით, ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ პრეზიდენტის სტატუსის გამო სჭირდება.