ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

ჯერ ისევ უცნობია, გაერთიანდება თუ არა წინასაარჩევნოდ ოპოზიციური სპექტრი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, ოპოზიციაში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა განსაკუთრებით ახლო კომუნიკაცია მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქვთ, რომელთან გაერთიანებასაც 2024 წლისთვის არ გამორიცხავენ. კონსულტაციებში არ არის ჩართული ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას მკაცრად გამორიცხავს. ოპოზიციის გეგმებსა და პერსპექტივებს მმართველი გუნდი სკეპტიკურად უყურებს და ოპონენტებს არც საკუთარ კონკურენტად მიიჩნევს.