ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

12:08, 16.07.2023

შეძლებს თუ არა ოპოზიცია წინასაარჩევნოდ გაერთიანებასა და ერთიანი სტრატეგიით მოქმედებას? – ამ კითხვებზე პასუხი ჯერ ისევ უცნობია. ოპოზიციაში შიდა, დახურული კონსულტაციები მიმდინარეობს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ წინასაარჩევნოდ სხვა პარტიებთან გაერთიანებას განიხილავენ და სამომავლოდ, „სტრატეგიაა აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელებასაც არ გამორიცხავენ. თავად ვაშაძის პარტიაც ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს, ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს.

ოპოზიციის გეგმებსა და პერსპექტივებს მმართველი გუნდი სკეპტიკურად უყურებს და ოპონენტებს არც საკუთარ კონკურენტად მიიჩნევს.

მსგავსი