სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის გააქტიურების პარალელურად მისი პარტია წინასაარჩევნოდ ახალ პოლიტიკურ პარტნიორებს ეძებს. გიორგი ვაშაძის სახით მომავალი მოკავშირე უკვე გამოკვეთილია. „ნაციონალური მოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად საერთო პლატფორმის შექმნას გეგმავს და უახლოეს დღეებში ერთობის ოფიციალურად გაფორმებას აანონსებს. განიხილება ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელების საკითხიც. თავის დროზე სწორედ „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ აღმოჩნდა მისაღები ლევან ხაბეიშვილის მოწოდება, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის გარშემო სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას და თანამშრომლობას გულისხმობდა. დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ამ ერთობის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.
ნათია ქენქაძე არკვევდა, რას გულისხმობს ახალი კოალიცია და ჩაერთვება თუ არა მომდევნო არჩევნებზე „სტრატეგია აღმაშენებელი“ „5“ ნომრით.