ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

კანონპროექტების უკან გაწვევის მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებს.

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა მთავარ მიზნად ხელისუფლების ცვლილებას აცხადებს. ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას აანონსებს. ცალკეული ლიდერები კი აქციების გაგრძელებას კანონპროექტების უკან გაწვევის იურიდიულად გაფორმებამდე და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებამდე ემხრობიან. ხელისუფლების ოპონენტები ოპოზიციური ერთობის აუცილებლობაზეც აკეთებენ აქცენტს. თუმცა ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საპროტესტო გამოსვლებზე ახალი მოთხოვნების გაჟღერებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. ოპოზიციური სპექტრის სამომავლო სამოქმედო სტრატეგიით თამუნა წიკლაური დაინტერესდა.