ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საერთო განცხადება გააკეთეს და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრეს. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ საქართველოში რუსული რეჟიმი არ დასრულდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საპროტესტო აქციისთვის შეკრებას დღეს, 15:00 საათზე აანონსებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ძალოვანი უწყების მოქმედებებსაც აფასებენ და ამბობენ, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა იყო გამოყენებული.