ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

15:23, 08.07.2022

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკუთარ გეგმაზე მუშაობს. მომავალ კვირაში შეხვედრები გაიმართება მესამე სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოს პრეზიდენტთან. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ახლა რიგგარეშე სესიების დანიშვნა და საკონსტიტუციო ცვლილებებია. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათთვის მიუღებელია ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის თანახმადაც საარჩევნო ბარიერის დაწევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მოხდება.

მსგავსი