ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

„ძალაუფლების მიტაცების სურვილი დემოკრატიისა და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით“ – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის თაობაზე. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მსგავსი მოთხოვნებით და ულტიმატუმის ენით საუბრით ოპოზიციის ნაწილი და სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებმაც ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნები დაუწესეს, მეტ პოლარიზაციას უწყობენ ხელს. ოპოზიციის ნაწილი კი დეპოლარიზაციის ერთადერთ გზად სწორედ მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაში ხედავ, რომელმაც მათი თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციებზე უნდა იმუშაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ პასუხს ხალხი გასცემს. ოპოზიციაში არიან ისეთი პოლიტიკური პარტიებიც, სადაც მიაჩნიათ, რომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა არასერიოზულია.