ოპოზიციის სამომავლო გეგმები

15:10, 23.01.2021

ვადამდელი არჩევნების საკითხი არ გადაიხედება – ამ მოთხოვნის შესრულების გარეშე, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლას არ აპირებს. მხარეთა პოზიციები ისევ უცვლელია და ამ დრომდე არც მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის შესახებ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია. რას აპირებს ოპოზიცია, გადაინაცვლებს თუ არა პროტესტი ქუჩაში, სამოქმედო გეგმის შესახებ პოლიტიკური ძალები, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში შეიკრიბებიან.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებიდან, შედარებით განსხვავებული პოზიცია აქვთ „გირჩში“, სადაც მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა პლებისციტის როლი უნდა შეასრულოს.

მსგავსი