ოპოზიციის სამომავლო გეგმა

„ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს აანონსებს და ახალი ბრძოლისთვის ემზადება. ცალკეული ძალები კი საერთო მიზნის მისაღწევად ერთმანეთთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. განსხვავებული შეხედულება აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში. მათი თქმით, ოპოზიციის გეგმები დესტრუქციულია და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.