ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია

თბილისთან დაკავშირებული საარჩევნო სტრატეგია ოპოზიციაში უთანხმოების მთავარ მიზეზად რჩება.

სიტუაცია ამჯერად ვაკის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილმა კიდევ ერთმა კანდიდატმა დაძაბა. მიუხედავად იმისა, რომ „ლელოს“ მაჟორიტარულ ნაწილში დამოუკიდებლად მოქმედების გეგმა წინასწარ ჰქონდა გაცხადებული, ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის მხრიდან ვაკის ოლქში ლევან კობერიძის წარდგენა „ევროპული საქართველოსთვის“ მაინც მოულოდნელობა აღმოჩნდა. დრო მიდის, თუმცა ოპოზიცია დედაქალაქის ორ ოლქზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. შესაბამისად უცნობია, ექნება თუ არა ზურა ჯაფარიძეს დუდუბე-ჩუღურეთში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერა. საინტერესოა „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაც, რომელმაც შეუთანხმებლობის შემთხვევაში ღიად დარჩენილ ორ ოლქში საკუთარი კანდიდატების წარდგენა არ გამორიცხა.

თეონა მანაგაძე დეტალებით.