ოპოზიციის საარჩევნო კამპანია

მოახერხებს თუ არა ოპოზიცია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქზე შეთანხმებას. თითქმის ორთვიანი უთანხმოებისა და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მისაღები კანდიდატის ვერშერჩევის შემდეგ, ღიად დატოვებულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დააყენა. დღევანდელი მონაცემებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, ჯაფარიძისა და ანა დოლიძის სახით, ორი კონკურენტი ჰყავს. გაიზრდება თუ არა მეტოქეთა ჩამონათვალი, ეს ახლა იმაზეა დამოკიდებული, ექნება თუ არა „გირჩის“ ლიდერს ყველა ოპოზიციური ძალის მხარდაჭერა.

თეონა მანაგაძე განაგრძობს საუბარს – რამდენად არსებობს შანსი, რომ სწორედ ზურა ჯაფარიძე იყოს საერთო ოპოზიციური კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში?

 

დატოვე კომენტარი