ოპოზიციის საარჩევნო გეგმები

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიცია ახალ კონფიგურაციებზე იწყებს ფიქრს.

5%-იანი ბარიერის შენარჩუნებამ პოლიტიკური დღის წესრიგში ალიანსების შექმნის თემა გაააქტიურა. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკების შექმნა იკრძალება, ამიტომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბარიერის გადალახვის გზებს და პოტენციურ პოლიტიკურ პარტნიორებს ეძებს. მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება ვერ მოხერხდება. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, ყველა პარტიამ თანამშრომლობაზე უარი უთხრა. „ყველა მინუს ნაციონალური მოძრაობა“, – ამ ფორმულით მესამე ალტერნატიული ცენტრის ფორმირებას ცდილობს „ლელო“. მოახლოებული არჩევნების წინ დამოუკიდებელი გეგმა აქვს გიორგი გახარიას გუნდს.

რა გადაჯგუფებებია მოსალოდნელი ოპოზიციურ ფლანგზე, – თეონა ხუბულავა დეტალებით.