ოპოზიციის საარჩევნო გეგმები

რა სახის თანამშრომლობა ექნება „ლელოს“ და ნიკა მელიას გუნდს. ხაზარაძის პარტიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ არჩევნების წინ ახალი ერთობა შექმნან. ფაქტს არ ადასტურებენ ნიკა მელიას გუნდის წევრები. ბაჩო დოლიძე განმარტავს, რომ ისინი ჯერ-ჯერობით არცერთ პარტიასთან მსგავსი სახის ერთობას არ განიხილავენ და გამოდიან ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად. ოპოზიციის ნაწილი კი ხაზს უსვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოახერხებს მმართველი გუნდის დამარცხებას, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მცირე პარტიების გაერთიანება. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ მცირე ოპოზიციური პარტიების ხელოვნური გაერთიანება შედეგიანი ვერ იქნება.