თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება და ამ დრომდე გაურკვეველია – მიიღებს თუ არა პროცესში მონაწილეობას ბარიერგადალახული ოპოზიცია. ეს საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური ევროპარლამენტარების მოწოდების შედგე გახდა. „ლელოს“ პოზიცია, რომ თემაზე პარტიებმა დისკუსია უნდა გამართონ, – შეთავაზებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობა მიუღებელია სალომე ზურაბიშვილისთვისაც. მისი განცხადებით, მაშინ როცა ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, არჩევნებში მონაწილეობა მისთვის გაუგებარია. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კი არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს. წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადებაში უკვე ჩართულია პარტია „გირჩი“.