როგორია ოპოზიციის გეგმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარების პირველი ღია მოწოდება გაისმა ქართული ოპოზიციის მისამართით, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის შესახებ გამოქვეყნებულ რეზოლუციაში წერია, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში. აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში.
როგორია პოზიციები პოლიტიკურ სპექტრში, თამარ წიკლაური გვეტყვის.