თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ცალსახა პოზიციის დაფიქსირებისგან ოპოზიცია ისევ თავს იკავებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ დროისთვის „გირჩი“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ბარიერგადალახულ პარტიებში კი პოზიციები გაყოფილია. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გარდა, ნებისმიერ სხვა არჩევნებში მონაწილოებაზე კატეგორიულ უარს ამბობენ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ახლებში“, სადაც ვადამდელ არჩევნებში ჩართვასაც კონკრეტული წინაპირობებით განიხილავენ. იმის მიუხედავად, რომ ოთხივე პარტია მთავარ საკითხად ახალ არჩევნებს და დაკავებულების გათავისუფლებას აცხადებს, ასეთივე კატეგორიულები არ არიან მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებში. თუმცა ერთადერთი პარტია, სადაც ამ ეტაპზე თვითმმარველობის არჩევნებისთვის მზადებას ადასტურებენ, ექსპრემიერის პარტიაა.
წინაპირობები, გაყოფილი პოზიციები და გაურკვევლობა ოპოზიციაში – ოპონენტების რიგებში არსებული სიტუაცია მმართველ გუნდს არაერთხელ გაცხადებულ ეჭვებს უმყარებს.