ოპოზიციის პროტესტი - პრემიერის განცხადება 

ვნახეთ პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკო-ს შენობის შტურმის მცდელობა, პოლიციელების, ხალხის და ექიმების შეურაცხყოფა, რომელზეც ქვეყანა დგას, – ასე ეხმაურება ცესკოს-თან განვითარებულ მოვლენებს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი გახარიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო, ჩვენივე ინიციატივით და პარტნიორების დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე.