ოპოზიციის პოლიტიკური გეგმები

ოპოზიციური პარტიების ნაწილი „ცხელ გაზაფხულს“ აანონსებს. გაიმართება აქციები, ემზადებიან მშვიდობიანი რევოლუციისთვის. აღნიშნულ გეგმას ადასტურებს პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. მათი თქმით, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება მშვიდობიანი რევოლუციისთვის უნდა მოემზადოს და მშვიდობიანად ჩამოართვან ძალაუფლება ხელისუფლებას. პარტიათა ნაწილი განმარტავს, რომ  არსებული ეკონომიკური და სოციალური კრიზისი ბუნებრივად გამოიწვევს ტემპერატურის მატებას საზოგადოებაში, თუმცა, რაც შეეხება „ლელოს“ პოზიციას, ისინი აქციებს ემხრობიან, მაგრამ, მხარს უჭერენ მხოლოდ „ეკონომიკურ რევოლუციას“. ოპოზიციას მმართველი გუნდი პასუხობს. მათი განცხადებით, დესტაბილიზაცია ახლა ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა, ნებისმიერ უკანონო ქმედებას სახელმწიფო სათანადო პასუხს გასცემს.

დატოვე კომენტარი