ოპოზიციის პოლიტიკური გეგმები

ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი ცხელ გაზაფხულს აანონსებს.პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე განმარტავს, რომ სწორედ მშვიდობიანი რევოლუციისთვის უნდა მოემზადოს საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი. პოლიტიკურ პარტიათა ნაწილი ადასტურებს, რომ გაზაფხულზე საპროტესტო აქციები გაიმართება და არსებული ეკონომიკური და სოციალური კრიზისი ბუნებრივად გამოიწვევს ტემპერატურის მატებას საზოგადოებაში. რაც შეეხება „ლელოს“, ისინი ემხრობიან აქციებს, თუმცა, მხარს უჭერენ მხოლოდ „ეკონომიკურ რევოლუციას“. მმართველი გუნდი ოპოზიციის პასუხობს, რომ დესტაბილიზაცია ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება ქვეყანას. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა, ნებისმიერ უკანონო ქმედებას სახელმწიფო სათანადო პასუხს გასცემს.

 

დატოვე კომენტარი