ოპოზიციის პოლიტიკა – პრემიერის განცხადება
პრემიერის წერილის გარშემო დისკუსია არ წყდება. განცხადება, რომლითაც მთავრობის ხელმძღვანელმა აგვისტოს ომის შემდგომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია ღიად რუსეთის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა, ახალი ურთიერთბრალდებების მიზეზი ხდება.
პრემიერთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობას“ ორმაგ სტანდარტებსა და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში მმართველი გუნდის წევრებიც ადანაშაულებენ. აქცენტი კეთდება აგვისტოს ომის შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების აღდგენის მცდელობებზე, რუსეთისთვის სასარგებლო რეზოლუციის მხარდაჭერასა და რუსული კომპანიებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემაზე.
რატომ არ გატარდა მკვეთრად ანტირუსული პოლიტიკა აგვისტოს ომის შემდეგ – ამ კითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პასუხები ურთიერთგამომრიცხავია.
სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა შეფასებები.