ოპოზიციის პასუხი ხელისუფლების შეთავაზებაზე

21:21, 05.03.2020

დრო იწურება, შეთანხმების პერსპექტივა არ ჩანს. მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული ახალი საარჩევნო წინადადება ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია. ამიტომ, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული მოდელი, რომელიც მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ე. წ. 40 %-იან ბარიერს და საპარლამენტო მანდატების 110-40-ზე პრინციპით გადანაწილებას გულისხმობს, კანონ-პროექტად შესაძლოა ვერ იქცეს. თანხმობის შემთხვევაში მმართველი პარტია მზად არის, საარჩევნო ბარიერი 1 %-მდეც დაწიოს. თუმცა ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი მანდატების მხოლოდ 130-20-ზე თანაფარდობაზეა თანახმა.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, მოახდენს თუ არა ოპოზიციის შემდგომ სტრატეგიაზე გავლენას თანაგუნდელებისგან ციხიდან მიღებული დღევანდელი წერილები.

მსგავსი