ბრიფინგი „ქართულ ოცნებაში“ და ოპოზიციის პასუხი ბრალდებას

„ცესკო-ს მიერ რეგისტრირებული 62 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 15 ოპოზიციასთან, კერძოდ, „ნაცმოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ არის დაკავშირებული“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი უკვე 3 ოქტომბერს დესტრუქციისთვის ემზადება და სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას.

როგორია თავად ბრალდების ადრესატების პასუხი, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან, ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“. რა შეფასებები კეთდება ზოგადად ოპოზიციაში.

ანა ბროლაძე დეტალებით.