ოპოზიციის ნაწილის სტრატეგია

ოპოზიციის საშემოდგომო გეგმები.

ერთიანი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება ამჯერადაც ვერ ხერხდება – ბრძოლის გზების გარშემო ოპოზიციურ სპექტრში პოზიციები ისევ იყოფა.

„გირჩის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დაუმორჩილებლობის და პროტესტის გეგმაზე მუშაობს და მოკავშირედ მხოლოდ მოძრაობა „დროას“ ხედავს. ფაქტია, რომ მის მიერ დაანონსებულ სტრატეგიას ოპოზიციის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან ისეთი ძალებიც, რომელთა სამომავლო დღის წესრიგი საპარლამენტო მუშაობასთან ერთად ქუჩის აქციებსაც მოიცავს.

ნოდარ ჩაჩუა არკვევდა, არის თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე ერთი გეგმის გარშემო გაერთიანების პერსპექტივა.