ოპოზიციის ნაწილის შეხვედრა საელჩოების წარმომადგენლებთან
პარტიამ „ჯერ საქართველო“ და ოპოზიციურ ალიანსში შემავალმა პარტიებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა-კონფერენცია გამართეს. ღონისძიების მიზანი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისა და საქმის სავარაუდო შედეგების ფონზე, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების პერსპექტივების განხილვა იყო.