ოპოზიციის ნაწილის შეფასება

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ დამატებითი კომისიების შექმნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საჭირო არ არის. ყველაფერი უკვე მომზადებულია და პოლიტიკური სპექტრიც შეთანხმებულია. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, კონკრეტული საკითხები, ისეთი, როგორიცაა გენპროკურორის არჩევის წესი, ცალკე გამოიტანოს და დანარჩენი ცვლილებები განხილვის მიღმა დატოვოს.