ოპოზიციის ნაწილის მორიგი ბრალდება ხელისუფლებას

ოპოზიციის ნაწილის მორიგი ბრალდება ხელისუფლებას – ოპონენტები მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმების დარღვევასა და ძველი საქმეების ე.წ. გაცოცხლებაში ადანაშაულებენ. პროტესტის მიზეზი ამჯერად ბუტა რობაქიძის საქმის მორიგი სასამართლო პროცესი გახდა, რომლიც 22 ივლისსაა ჩანიშნული, აღნიშნულ საქმეზე ბრალი ირაკლი ოქრუაშვილს აქვს წარდგენილი. ერთობლივ განცხადებას ხელს 18 პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა აწერს. ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს მმართველი გუნდი.

ლიკა ალელიშვილი გიამბობთ.