ოპოზიციის ნაწილის გეგმები

„ევროპული საქართველო“ მოქალაქეების ნდობის მოპოვების მიზნით აქტიურ კამპანიას იწყებს. პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. გიგა ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანია მოხერხდეს გონივრული კომპრომისები საკვანძო საკითხებზე მაჟორიტარებთან, ასევე მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კონსულტაციები გაგრძელდება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე, ასევე იმსჯელებენ თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

მოამბე