ოპოზიციის ნაწილი ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს

12:06, 27.06.2022

მოახერხებს თუ არა საქართველო ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას – დრო წლის ბოლომდეა, თუმცა, განწყობა განსხვავებულია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ პარტიულ ინტერესებზე წინ ქვეყნის მომავალი დააყენოს. ნაწილი ხელისუფლების ცვლილებას განიხილავს, ნაწილი კი ამის საჭიროებას ვერ ხედავს და დროებითი მთავრობის შექმნის იდეას ბუნდოვანს უწოდებს.

მსგავსი