ოპოზიციის ნაწილი სანქციებს ითხოვს

კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ოპოზიციის ნაწილი სახელისუფლებო გუნდის მაღალი თანამდებობის პირების და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხზე მუშაობს. როგორ თავადაც ადასტურებენ, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების გუშინდელი შეხვედრა შტატების საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსთან. თუმცა, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ. პოლიტიკურ წრეებში ახლა განხილვის თემაა, რა გავლენას მოახდენს ქვეყნის იმიჯზე ვაშაძე-ხაბეიშვილს მცდელობები. მაშინ, როდესაც ოპოზიციის ნაწილი კონკრეტული პირების სანქცირებაში პრობლემას ვერ ხედავს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ კონკრეტული ფაქტების გარეშე ვინმეს სანქცირება ვერ მოხდება. რაც შეეხება მმართველ გუნდს გუშინდელ შეხვედრას, პირდაპირ ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანების მცდელობად აფასებს.