ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს - შეფასებები

არჩევნებზე უარის თქმა და დაანონსებული აქცია –  რვა ოპოზიციური პარტიის მიმართვა პოლიტიკური შეფასებების თემაა. ერთობლივ მოწოდებაში, რაც „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიიამ გაახმოვანა, ნათქვამია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უარი უნდა თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას. მისივე განცხადებით, ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ვადა, ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად, 31 აგვისტოს იწურება, საკითხის მოსაგვარებლად კი – მმართველი გუნდი არაფერს აკეთებს. ამ მიზნით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია – 13 სექტემბერს აქციას აანონსებს.