ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბერს აქციას აანონსებს - შეფასებები

ოპოზიცია 4 ოქტომბრის აქციის მასშტაბურობასა და აუცილებლობაზე საუბრობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაშაძემ დღეს სოციალურ ქსელშიც დაწერა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი კვლავ აქტუალურია ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის გეგმაც, რაზეც მათ ვარდების რევოლუციის მაგალითიც მოჰყავთ. ანა წითლიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 4 ოქტომბრის ეშინია. სახელისუფლებო პარტიაში კი განმარტავენ, რომ ამგვარი განცხადებები მათ ბევრჯერ მოუსმენიათ და ოპოზიციონერ კოლეგებს კვლავ კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებენ.