ოპოზიციის მზადება არჩევნებისთვის 

საქართველოში არჩევნებისთვის ემზადებიან. მოახერხებს თუ არა ოპოზიცია კანდიდატების ერთიან სიაზე შეჯერებას, – საკითხი მოლაპარაკების საერთო მაგიდას უკვე გაცდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი გეგმა მოსახლეობას პარტიის ოფისიდან წარუდგინა. მათი განცხადებით, თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან, ექვსს თმობს და წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ ორ რაიონში – სამგორსა და გლდანში იწყებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას გეგმავს რეგიონებშიც. მათივე განცხადებით, ოპოზიცური გაერთიანების კანდიდატებს მათი მხარდაჭერა ექნება.

რა გამოხმაურება მოჰყვა ენმ-ს ამ გადაწყვეტილებას გაერთიანებულ ოპოზიციაში –  ვინ რა დათმობაზე წავა. სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს პოზიციებს.