ოპოზიციის მზადება არჩევნებისთვის

რა ფორმატით მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიცია.

საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. რიგ საკითხებზე ლიდერებს შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ არა არის მიღწეული, მათ შორის უცნობია ვინ შეიძლება იყო ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. კიდევ ერთი ასეთი მიმართულება მაჟორიტარობის კანდიდატებია. ერთ-ერთ ვერსიად გაერთიანებულ ოპოზიციაში არჩევნების პირველ ტურში საერთო კანდიდატების მხარდაჭერა განიხილება, მეორე ვერსია კი არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების ერთობლივი მხარდაჭერაა, თუმცა ლიდერების ნაწილის პოზიცია განსხვავებულია.