ოპოზიციის მზადება აქციებისთვის

შეცვლილი პოლიტიკური რეალობის და შეთანხმების პერსპექტივის გაზრდის მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგში მაინც რჩება გეგმა, რომელიც ქუჩაზე და საპროტესტო აქციებზე გადის.

15 მაისს დაგეგმილ აქციამდე ოპოზიციამ საკუთარი ერთიანობის დემონსტრირება დღეს რიყეზე სცადა, სადაც „მოქალაქეების“ და „გირჩის“ გარდა ყველა პარტია იყო წარმოდგენილი. ცალკეულ ლიდერთა განცხადებებმა გააჩინა ეჭვი, რომ ოპოზიცია შემოდგომაზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იწყებს მზადებას. „ევროპული საქართველოდან“ წამოსული და უპარტიო გიგი უგულავა ოპოზიციას მერების და მაჟორიტარობის კანდიდატთა გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს, თბილისის მერად კი ნიკა მელიას კანდიდატურის მხარდაჭერას ითხოვს და არც იმას უარყოფს, რომ ოპოზიციური ერთობისთვის ახალი საფუძვლებია საჭირო.

ინიციატივას მწვავე რეაქციები მოჰყვა. როგორც ჩანს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციურ პარტიებს სხვადასხვაინაირად ესახებათ.

დატოვე კომენტარი