ოპოზიციის მზადება 26 მაისისთვის

„ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაგეგმილი აქცია განხილვის თემაა. დაანონსებულ პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ხელისუფლების დამხობის მნიშვნელობაზე საუბრობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. საპატიმროდან წერილს ავრცელებს და სააკაშვილის მოწოდებებს უერთდება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც. დამოუკიდებლობის დღეს, „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ აქციის დაგეგმვა კრიტიკულად ფასდება ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ალიანსის მიერ დაგეგმილი აქცია მორიგი წარუმატებლობისთვის არის განწირული.