ოპოზიციის მოთხოვნა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარალელურად, ოპოზიციის ნაწილის სურვილია, იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგაც, თუმცა მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ხელისუფლების ოპონენტები აღიარებენ, რომ პროცედურის დასაწყებად საჭირო 50 ხმის მობილიზებას ვერ შეძლებენ, რადგან საპარლამენტო პარტიებს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ აქვთ. მთავრობის ადმინისტრაციის არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ პრემიერის მხრიდან პირადი მიზნებისთვის, საბიუჯეტო სახსრები გამოყენებული არ ყოფილა, ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში მაინც ადანაშაულებს და მის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ოპოზიცია ამ ფორმით სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს გადაფარვას ცდილობს.