ოპოზიციის მოლაპარაკებები

უკვე ერთი საათია, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები კონსულტაციებს გადიან. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერას უკავშირდება, პოლიტიკოსები პირველად შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგში არაფერი შეცვლილა, ძალაშია მთავარი მოთხოვნები ახალი არჩევნების და მელია-რურუას გათავისუფლების შესახებ. განხილვის თემაა, 15 მაისის საპროტესტო აქციაც.

თამარ წიკლაური აშუქებს შეხვედრას და ოპოზიციის განცხადებებს პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს.