ოპოზიციის მოლაპარაკებები

ორსაათიანი კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიციონერი ლიდერები სამოქმედო გეგმას არ ცვლიან და მმართველი გუნდის მოწოდების მიუხედავად, ამ ეტაპზე არც საპასუხო ხელმოწერას აპირებენ. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მთავარი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, შეთანხმება ვერ შედგება.

პრინციპულ საკითხებად ოპოზიციისათვის ახალი არჩევნები და მელია-რურუას გათავისუფლება რჩება. არსებული კრიზისის დასაძლევად, სხვადასხვა პარტიის ლიდერები პრეზიდენტის როლზეც მიუთითებენ.

თამარ წიკლაური აშუქებდა „ლეიბორისტების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრას და პოლიტიკოსების განცხადებებს დეტალურად გაგვაცნობს.