ოპოზიციის მიერ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი პოლიტიკური შეფასებების თემაა. სამი ოპოზიციური გაერთიანების მიერ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმასთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას არ აიღებს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მსგავსი შინაარსის ღია წერილით მიმართა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერმა. გიორგი გახარია ვიზიტს შერჩეულ დროს შემაშფოთებელს უწოდებს და „ქართული ოცნების“ მმართველობის ლეგიტიმაციის რისკებზე საუბრობს.