გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ არჩევნების მეორე ტურმა ამომრჩევლების მოსყიდვის, დაშინების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე ჩაიარა.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოსყიდვაზე.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმების ნაწილი კარტოფილის და ნარკოტიკების დარიგების სანაცვლოდ მიიღო, თუმცა კონკრეტული მტკიცებულებები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები ოპოზიციის ბრალდებებში ამომრჩევლის შეურაცხყოფის ნიშნებს ხედავენ და მსგავსი განცხადებების ავტორებს რიტორიკის შეცვლას ურჩევენ.