ოპოზიციის მემორანდუმი სასამართლო რეფორმის შესახებ

საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შემდეგ ოპოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებულ გეგმას ადგენს.

20-მდე პარტიის ხელმოწერით მზად არის მემორანდუმი, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში მართლმსაჯულების რეფორმას ეხება. ოპოზიციური პარტიების აზრით, სასამართლო სისტემის მიმართ სანდოობის ხარისხს საკონსტიტუციო სასამართლოს უზენაესთან გაერთიანება, უცხოელი მოსამართლეების მოწვევა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის დათხოვნა გაზრდის. ოპოზიცია 2017 წლიდან უვადოდ დანიშნული მოსამართლეების უფლებამოსილების შეჩერებასაც გეგმავს. თუმცა, დღეს გამოქვეყნებული მემორანდუმი მოსაწონი არ აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლებია, სასამართლო სისტემის რეფორმირებას ითხოვენ.