ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში

ოთხი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო ერთობა.

„ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა ამჯერად თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ დედაქალაქში არც ერთი კანდიდატი არ ეყოლება, ის 10-ვე ოლქში მოკავშირე პოლიტიკური ძალების მიერ შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერს მხარს. მათი კოორდინაცია და საარჩევნო ტაქტიკა უკვე გახდა კრიტიკის საგანი ოპოზიციურ სპექტრში. არაერთი მოწოდების მიუხედავად, თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციური ერთობის მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა. დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს დამოუკიდებელი საარჩევნო სტრატეგია და გეგმები აქვთ.