ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციურმა პარტიებმა, თბილისში დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქზე შეთანხმებას მიაღწიეს.  დიდუბეში ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება, საბურთალოზე გამარჯვებისთვის კი, ირაკლი ოქრუაშვილი იბრძოლებს.

ამ გადანაწილებით, ოპოზიციურ პარტიებს,  რომლებიც თავდაპირველად მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად ისხდნენ და  მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთო მაჟორიტარების  წარდგენას გეგმავდნენ, დედაქალაქშიც კი, საბურთალოს ოლქში, ერთმანეთის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა. დღესვე,  გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნებზე ხმების დაცვის მიზნით მემორანდუმიც გააფორმა და შეთანხმებულად მოქმედების პირობა დადო. ურთიერთკონკურენციის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეებს  გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებათ,  მმართველ გუნდში კი აცხადებენ,  რომ ოპოზიცია მომავალ არჩევნებში აუცილებლად დამარცხდება.