ოპოზიციის ლიდერთა განცხადებები საზღვრების გახსნამდე და გახსნის შემდეგ, ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები - საქმიანი მიდგომა თუ კრიტიკა კრიტიკისთვის

მიდგომა, რომელსაც ოფიციალური თბილისი საზღვრების გახსნისას იყენებს, პოლიტიკურ წრეებში კითხვებს აჩენს.

ოპოზიციის ნაწილს აინტერესებს, რა კრიტერიუმებით შეირჩა ევროპის ხუთი ქვეყანა და რატომ არ აღმოჩნდნენ სიაში ისეთი ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება. განსაკუთრებული აქცენტი ხუთეულში შემავალ საფრანგეთზე კეთდება, რომელიც „კოვიდ-19“-სგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. ცალკეული ოპოზიციური პარტიები კი ხელისუფლებას სიის უფრო გაფართოებას და მეტი უსაფრთხოებისთვის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას ურჩევენ. ოპონენტების მოწოდებებში გახშირდა თურქეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნაც.

სალომე ქოქიაშვილი დაინტერესდა, როგორ იცვლებოდა პოლიტიკოსების გზავნილები საზღვრების გახსნამდე და გახსნის შემდეგ.