ოპოზიციის ლიდერების განცხადება

ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის მიხეილ სააკაშვილთან სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში ევროპარლამენტარების არდაშვება მიუღებელია. მათი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, მიუკერძოებელმა მესამე მხარემ ნახოს, რა ვითარებაშია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მესამე პრეზიდენტი.

დეპუტატების განცხადებით, საქართველოში უახლოეს მომავალში ელოდებიან ევროპელი კოლეგების უფრო წარმომადგენლობით და მრავალფეროვან შემადგენლობას. მათივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით საქართველოს საუკეთესო ევროპელ მეგობრებს ზურგი შეაქცია.