საქართველოსთან დაკავშირებით ხვალ ევროპარლამენტი რეზოლუციის ორ პროექტს უყრის კენჭს.
ერთი წარდგენილია სახალხო პარტიის 20 დეპუტატის მიერ. მეორეს ავორი კი მემარცხენე ჯგუფის სახელით იტალიელ დეპუტატს ეკუთვნის. „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის სახელით რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტარები კვლავ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარულ საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით. პროექტში ასევე საუბარია სალომე ზურაბიშვილის როლზეც. ავტორების მიიჩნევენ, რომ, როდესაც არჩევნებში ხმების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვნად შელახულია დარღვევების მასშტაბით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს შედეგები; პროექტი მოიცავს მოწოდებას ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ, დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე, მათ შორის სანქციების დაწესებას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის. მეორე რეზოლუცია კი მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, იმუშაონ კონსტრუქციულად კანონის უზენაესობის დაცვით და დაძლიონ ქართულ საზოგადოებაში მზარდი პოლარიზაცია.
საკითხზე სახალხო პარტიის წევრებთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს თინა ბოკუჩავამ და ნიკა გვარამიამ. საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.