ოპოზიციის კონსულტაციები პრეზიდენტთან

კანდიდატის სტატუსი, ევროინტეგრაცია და იმპიჩმენტი – როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, ეს არის ძირითადი საკითხები რაზეც ოპოზიცია, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავს.

ათონელის რეზიდენციაში მეორე დღეა სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. პარტია მოქალაქეების ლიდერის ინფორმაციით, პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ საბოლოოდ მმართველი გუნდის ინიცირებულ იმპიჩმენტს მხარი ოპოზიციამაც დაუჭიროს და პროცესი ბოლომდე მივიდეს. ოპოზიციაში ამ ეტაპზე მსგავს შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავენ. მივა თუ არა იმპიჩმენტის პროცესი ბოლომდე, ეს სავარაუდოდ თვენახევარში გაირკვევა, მანამდე კი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მთავარი კანონის დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.