ოპოზიციის კონსულტაციები ბადრი ჯაფარიძის მხარდასაჭერად

საპარლამენტო უფლებამოსილების ნაადრევად შეწყვეტის მიუხედავად, ბადრი ჯაფარიძე შესაძლოა პარლამენტში ისევ დაბრუნდეს. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი რუსთავის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. მაჟორიტარობის კანდიდატად ჯაფარიძის კანდიდატურას სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საკუთარი კანდიდატის დაყენებას აღარ გეგმავს. თუმცა ოპოზიციაში ჯაფარიძის გარშემო სრული კონსენსუსი არ არსებობს. კანდიდატურა არ ეყოლება, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს ჯაფარიძის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს გიორგი გახარიას გუნდი. ბოლო მონაცემებით, 2 აპრილს დაგეგმილ არჩევნებში „ლელოს“ წარმომადგენელს საპარლამენტო პარტიებიდან ორი კონკურენტი ეყოლება – მმართველი გუნდის და ალეკო ელისაშვილის პარტიის კანდიდატები.

 

დატოვე კომენტარი